მოხალისეები

  • Tamar Kopadze_525.jpeg

    თამარ კოპაძე, 17 წლის, მოხალისე

    საქართველოში რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი. ვარ ,,ფლექსის’’ პროგრამის მონაწილე, რომლის დროსაც, პირველი მოხალისეობრივი გამოცდილებაც მივიღე: კანზასის შტატში მოხალისედ ვმუშაობდი სტუდენტების მიერ გახსნილ სოციალურ კაფეში, მოხალისეობრივმა საქმიანობამ ძალიან დამაინტერესა, მომწონს, როდესაც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ და, ამავდროულად, თავადაც ვიღებ მნიშვნელოვან გამოცდილებას.

    საქართველოში რომ დავბრუნდი, სურვილი მქონდა, ისევ გამეგრძელებინა ამ კუთხით მუშაობა. ინტერნეტით გავიგე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის შესახებ და მაშინვე შევავსე აპლიკაცია. მე, სხვა მოხალისეებთან ერთად, დავესწარი საინფორმაციო სემინარების ციკლს, რომელიც პროექტის პირველ ეტაპზე ძალიან დაგვეხმარა, მივიღეთ პროექტების წერის გამოცდილება, შევისწავლეთ ინფორმაციის მოძიებისა და ჩამოყალიბების სპეციფიკა.

    ამის შემდეგ ჩემს დასთან ერთად დავგეგმე აქტივობები: გორში ხანდაზმულ მოქალაქეებს უსასყიდლოდ ვურიგებთ ჩვენს შეკერილ პირბადეებს. მომავალში ვგეგმავთ, რომ ორგანიზება გავუწიოთ დასუფთავების აქციას თუ სხვადასხვა გარემოსდაცვით/ეკოლოგიურ ღონისძიებებებსაც.