მოხალისეები

  • ნინო რამიშვილიIMG-5738_802 (1)_337.jpg

    ნინო რამიშვილი, 16 წლის, მოხალისე

    დაახლოებით 2 თვეა, რაც ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში, ვახორციელებ მოხალისეობრივ საქმიანობას და ეს პროცესი ძალიან მომწონს და მსიამოვნებს, ამიტომ ვაპირებ აქტიურად გავაგრძელო მოხალისეობა სხვა ადამიანების დასახმარებლად. ჩემი მოხალისეობრივი აქტივობები რამდენიმე ნაწილად/პროექტად შეიძლება დავყოთ:

    ორ თანატოლთან ერთად განვახორციელე პროექტი, „წარმატების ჯაჭვი“, რომლის ფარგლებშიც ვატარებდით ონლაინ გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში. პროექტის მიზანი იყო, იმ მოსწავლეების დახმარება, რომლებმაც სრულყოფილი განათლება ვერ მიიღეს დისტანციური სწავლის პროცესში Covid-19 პანდემიის დროს.

    ვმოხალისეობ სამოქალაქო საზოგადოების ცენტრში (CSDC), სადაც ხორციელდება პროექტი მიუსაფარი, მარტოხელა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალების ხელშესაწყობად. რომლის მიზანია ქალთა სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

    ჩემს თემში ორ მოხალისესთან ერთად მოვაწყვე ფილმის ჩვენება ბავშვებისთვის, რადგან, გვინდოდა მათთვის გაგვეცნო ინფორმაცია მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ და ასევე, შეგვემსუბუქებინა პანდემიისა და დისტანციური სწავლებით გამოწვეული სტრესი.

    ასევე ვაპირებ სხვა მოხალისეებთან ერთად ჩავერთო საქველმოქმედო პროექტში, რომლის ფარგლებშიც მოვაწყობთ საქველმოქმედო აქციას და შეგროვებული თანხით დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა.