მე ვცხოვრობ აჭარაში, ქალაქ ბათუმში და ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას მშობლიური ქალაქიდან ვახორციელებ. როგორც მოხალისემ უკვე არაერთი ღონისძიება/აქტივობა ჩავატარე, ასევე თავადაც გავხდი სხვა მოხალისეთა მიერ დაგეგმილი პროექტების მონაწილე. ასე მაგალითად:
ვმოხალისეობ ონლაინ-პროექტში ,,კოვიდი თანასწორობისთვის”, სადაც საორგანიზაციო საკითხებზე ვმუშაობ. პროექტი ემსახურება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. ამ პროექტისგან თავადაც ბევრი რამ ვისწავლე და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე. პროექტში 50-მდე ახალგაზრდაა ჩართული;
ვატარებ ინგლისური ენის გაკვეთილებს ჩემს ქალაქში მცხოვრები უმცროს კლასელებისთვის, მათთვის, ვისაც უცხო ენაში დამატებითი მეცადინეობები ესაჭიროებათ;
ათამდე მოხალისემ ჩავატარეთ დასუფთავების აქცია, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ასეთი ღონისძიებების საჭიროებას, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა გარემოში ცხოვრება.
,,ჰელფინგ ჰენდის’’ სახელით მოხალისეობრივად ჩავერთე ახალგაზრდული ფორუმის საორგანიზაციო საკითხებშიც. ფორუმი, ქალაქ ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით საუკეთესო პროექტების/აქტივობების განსაზღვრა იყო;
ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის გაგრძელებას, მათ შორის საგანმანათლებლო თუ სხვა აქტივობებს, მომავალშიც აქტიურად ვაპირებ.