მოხალისეები

  • დიანა ქარცივაძე_67.jpg

    დიანა ქარცივაძე, 16 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, თუმცა, ჩემს მოხალისეობრივ აქტივობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებ.

    როგორც მოხალისემ უკვე დავგეგმე სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის: საგანმანათლებლო მიმართულებითაც. 7-11 წლის ბავშვებს ვუტარებ ონლაინ-გაკვეთილებს, ისინი პანდემიური პირობებიდან გამომდინარე, სასკოლო პროგრამას ცოტათი ჩამორჩნენ და სწორედ ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად, ჩვენ ერთად გავდივართ დამატებით მეცადინეობებს. 

    ასევე, დაახლოებით ამავე ასაკის ბავშვების მონაწილეობით, ჩავატარე ტრენინგი მოხალისეობის საკითხებზე, ვისაუბრეთ, თუ რატომაა მოხალისეობა მნიშვნელოვანი და რა შედეგები მოაქვს ასეთ აქტივობას საზოგადოებისა და თავად მოხალისესთვის. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო გამოვიდა.

    ორგანიზება გავუწიე ღონისძიებას, რომელსაც პირობითად: ,,Night Dream’’ დავარქვით. 6-11 წლის ასაკის ბავშვებს ძილის წინ შევუქმენით კარგი გარემო და მათთვის საყვარელი ზღაპრებიც წავუკითხეთ. ეს ღონისძიება 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. იმისთვის, რომ მხოლოდ კითხვის პროცესი მოსაწყენი არ ყოფილიყო ბავშვებისთვის, შევთავაზეთ სახალისო ვიდეოები და ასევე ვთხოვეთ, რომ თავიანთი თვალით დანახული ზღაპრის პერსონაჟები დაეხატათ.

    რა თქმა უნდა, ჩემი საქმიანობა ამით არ დასრულდება, მომავალში ძალიან მინდა, რომ ბევრი საინტერესო პროექტის მონაწილე და ორგანიზატორი ვიყო. ძალიან მიხარია, რომ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში ჩავერთე და სიკეთის კეთების, სხვა ადამიანებისთვის ცხოვრების გაფერადების შესაძლებლობა მეძლევა.