მოხალისეები

  • ქეთი უკლებაIMG_8142_539.jpg

    ქეთი უკლება, 15 წლის, მოხალისე

    უკვე რამდენიმე თვეა, რაც ,,ახალგარზდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში’’ პროექტის მოხალისე ვარ და ეს ჩემთვის ძალიან განსხვავებული და საინტერესო გამოცდილებაა. გარდა იმისა, რომ ბევრი რამ გავიგე ზოგადად მოხალისეობის მიზნებისა და მოხალისეობრივი პრაქტიკის შესახებ, თავადაც მივიღე პროექტების ორგანიზების გამოცდილება.

    ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას ერთი მთავარი მიზნით ვგეგმავ, ყველა ღონისძიება  ვიღაცისთვის დახმარებას ისახავს მიზნად, მაგალითად: ზაფხულის განმავლობაში III-X კლასების 4 მოსწავლეს ვუტარებდი ონლაინ-გაკვეთილებს ქართულსა და ინგლისურში, ვეხმარებოდი წინა და ახალი მასალის დაძლევაში, გარდა ამისა, გადავწყვიტე ადგილობრივი ბავშვებისთვის მრავალფეროვანი საღამო მომეწყო და ორგანიზება გავუწიე კინოჩვენებას, რომელმაც 20-მდე მოზარდი და ახალგაზრდა გააერთიანა.  ჩართული ვარ კვლევით პროექტშიც, რომელიც ძველი პრესის მასალების შესწავლას ისახავდა მიზნად, გავხდი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის მოხალისეც და უახლოეს მომავალში მიუსაფარი ქალების დასახმარებელ აქტივობებში მივიღებ მონაწილეობას.

    მომწონს, როდესაც ადამიანებს ვეხმარები და ამ ყველაფრისგან თავადაც ვიღებ გამოცდილებას, როცა სხვებს ვასწავლი, მათგან თავადაც ბევრს ვსწავლობ, როცა სხვებს გამოცდილებას ვუზიარებ, მათ საქმიანობასაც ვეცნობი - ეს ყველაფერი კი მეხმარება, რომ შინაგანად განვვითარდე და ბოლომდე ვაჩვენო საკუთარი თავი და შესაძლებლობები მომავალში.