მოხალისეები

  • ლიზი იობიძე_291.jpeg

    ლიზი იობიძე, 15 წლის, მოხალისე

    მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე და ვცდილობ, თავისუფალ დროს აქტიურად ჩავერთო ამ ორგანიზაციის და მისი მოხალისეების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ასევე, ჩემს მეგობრებთან ერთად, თავადაც ვუწევ ორგანიზებას სხვადასხვა პროექტს. მომავალში ამ კუთხით, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებ.

    როგორც მოხალისე ფოტოგრაფი, ჩართული ვიყავი სალომე შველიძის პროექტში: ,,სიტყვები, გონების წიაღიდან’’. ეს იყო ძალიან საინტერესო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიმდინარეობაც ჩვენ კადრებად აღვბეჭდეთ. პროექტის ამსახველი და ჩემი გადაღებული ვიზუალური მასალა სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა.

    ასევე ვარ ასოციაცია “ანიკას” საქმიანობაში. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ და წლების განმავლობაში ემსახურება შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას.

    აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემს მეგობარ მოხალისეებთან ერთად ორგანიზებას ვუწევ საქველმოქმედო პროექტსაც, რომლის მიზანი უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა მედიკამენტებით, ტანსაცმლითა და საკვებით. იმედი გვაქვს, ყველა დაგეგმილ მოხალისეობრივ აქტივობას მომავალში წარმატებით განვახორციელებ.