მოხალისეები

  • სალომე ბოლქვაძე-min_702.jpg

    სალომე ბოლქვაძე, 15 წლის მოხალისე

    ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში“ პროექტში  ჩართვამდე, აქტიურად ვმონაწილეობდი სასკოლო აქტივობებში. ახლა, სხვა მოხალისეების მსგავსად, ვგეგმავ საინტერესო პროექტებს, რომლებსაც აჭარის რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ კორტოხში განვახორციელებ. ჩემ მიერ დაგეგმილი ღონისძიებებია:

    ,,გამოცანების დღე’’ ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით;

    მხატვრული და ისტორიული ფილმების ჩვენება ღია სივრცეში სოფლის მოსახლეობის ჩართულობით;

    ლიტერატურული საღამო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით;

    მხიარული სტარტებისა და სპორტული შეჯიბრებების მოწყობა;

    ჩემთვის ეს პირველი პროექტია, სადაც, როგორც მოხალისე, ისე ვმონაწილეობ, ახლა ყველა  პროექტი ადგილზე, აჭარის მაღალმთიან სოფელ კორტოხში ჩემივე მეგობრებისა და კლასელების ჩართულობით დავგეგმე, თუმცა, ჩემი გეგმა და ოცნებაა, აქტიურად გავაგრძელო ასეთი საინტერესო საქმეების კეთება და მომავალში, არა მხოლოდ ამ სოფელში, არამედ რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით შევძლო მოხალისეობრივი პროექტების განხორციელება.