მოხალისეები

  • ვიქტორია არაქელიანი_751.jpg

    ვიქტორია არაქელიანი, მოხალისე, 15 წლის

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობას ვგეგმავ ან უკვე  ვახორციელებ, ასე მაგალითად:

    - ვმონაწილეობ მოხალისეობრივ პროექტში ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის’’, სადაც მოსწავლეებს ონლაინ-რეჟიმში ვუტარებ რუსული ენის გაკვეთილებს;
    - რადიოში ,,ჩემი ხმა’’ ვამზადებ და ვუძღვები გადაცემათა ციკლს მოხალისეთა ისტორიებისა და ზოგადად, მოხალისეობის საკითხებზე; სტუმრად ჩვენივე პროექტის მოხალისეებს ვიწვევ და მათ გამოცდილებას სხვებსაც ვუზიარებთ;
    - ვგეგმავ პროექტს: ,,ინფო-კომუნიკაცია’’, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო სახის აქტივობა, მათ შორისაა ამ ეტაპზე მიმდინარე ფოტომარათონი.

    ეს მხოლოდ ამ ეტაპისთვის მიმდინარე პროექტებია. მომავალში მოხალისეობრივ საქმიანობას ასევე აქტიურად გავაგრძელებ.