მოხალისეები

  • ნიკა გელაშვილი_o_682.jpg

    ნიკა გელაშვილი, 14 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში, როგორც ორგანიზაციის მოხალისე ჩემს ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მასშტაბით ვახორციელებ. ეს არის ჩემი პირველი გამოცდილება ამ კუთხით, ამჟამად ვარ მეცხრე კლასის მოსწავლე და მინდოდა, რომ სწავლის პარალელურად, რაიმე სიახლე შემეტანა ჩემს ყოველდღიურ რეჟიმში.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ კიდევ ერთ მოხალისესთან, ნინი ცისკარიძესთან ერთად უკვე ჩავატარე საქველმოქმედო აქცია და უახლოეს მომავალშიც ვგეგმავ არაერთ კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობას.

    საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ჩვენ მოვაგროვეთ ტანსაცმელი სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის და, ასაკობრივად დახარისხებული, სოციალურ დაუცველ ოჯახებს დავურიგეთ. ისინი ძალიან თბილად გვხვდებოდნენ და უხაროდათ, ჩვენი ზრუნვა და მცირედი დახმარება.

    მოხალისეობა, ერთი მხრივ, ძალიან სასარგებლო საქმეა, თუმცა, მეორე მხრივ, ამ საქმეს ახლავს ბევრი გამოწვევაც. ხშირად არ არის მარტივი ღონისძიების დაგეგმვა, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. გვიხარია, რომ ჩვენმა აქტივობამ კარგი შედეგი გამოიღო და ჩვენი საქმიანობით ადგილობრივი მედია - რადიო ,,სამხრეთის კარიბჭე’’ დაინტერესდა, სადაც მე და ნინიმ პირდაპირ ეთერში ვისაუბრეთ პროექტისა და განხორციელებული ღონისძიების შესახებ.