,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში მე ბევრი მეგობარი შევიძინე. სწორედ, მათთან ერთად დავიწყე სხვადასხვა მოხალისეობრივი პროექტების განხორციელება. მათ შორისაა: პროექტი - „მომავლის გოგონები“, რომელიც მიზნად ისახავს გოგონების დახმარებას პანდემიის შემდეგ სოციალიზაციის პროცესში, პროექტის მონაწილეთა მოტივირებას ღია სივრცეში სახალისო და შემეცნებითი აქტივობების ჩატარების გზით;
პროექტი - „დღე ბავშვებთან“, რომელიც მიზნად ისახავს დაწყებითი კლასების მოსწავლეების განვითარებასა და გასართობი აქტივობებით უზრუნველყოფას;
ახალგაზრდული ონლაინ-სამიტი - ეს კიდევ ერთი საინტერესო და მოხალისეობრივი პროექტია, რომელსაც ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ორ მოხალისესთან: ვიქტორია არაქელიანთან და მარიამ ბეშიძესთან ერთად ვუწევ ორგანიზებას. ამ სამიტის ფარგლებში 13-19 წლის მოზარდებსა და ახალგაზრდებს, შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ საქართველოში COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე.
პროექტი დაეხმარა მონაწილეებს, რათა გაეუმჯობესებინათ კრიტიკული აზროვნება და ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევები. ისინი სხვადასხვა თემატურ/სამუშაო ჯგუფებში განაწილებულები აქტიურად ჩაერთნენ პროექტის აქტივობებში.
ვფიქრობ, ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა ამ ეტაპზე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია, ძალიან მინდა, მომავალშიც აქტიურად შევძლო საინტერესო პროექტების განხორციელება.