მოხალისეები

  • სესილი პოგორელსკიo_483.jpg

    სესილი პოგორელსკი, 13 წლის, მოხალისე

    მიხარია, რომ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე და მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტის მონაწილე ვარ.

    მე მინდა, რომ ჩემი მოხალისეობრივი აქტივობებით დავეხმარო უპატრონო ცხოველებს, ან იმ ცხოველებს, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ. კარგად მესმის, რომ ეს არ არის ადვილი საქმე და მათ ბევრი რამ სჭირდებათ, მათ შორის: ვეტექიმების დახმარება, თავისუფალი ტერიტორია, დროებითი თავშესაფარი და იმ ადამიანების მოძებნა, რომლებსაც უყვართ ცხოველები და მზად არიან მათ დასახმარებლად და საპატრონოდ. ამ ყველაფერს მარტო ვერ შევძლებ, სხვა ადამიანების მხარდაჭერაც დამჭირდება და იმედი მაქვს, რომ ასეთი თანამოაზრეების პოვნა არ გამიჭირდება.

    მე მხოლოდ ამ ერთი პროექტის ფარგლებში არ ვფიქრობ აღნიშნულ პრობლემაზე, მინდა, რომ ცხოველების ზრუნვას, მათ მოვლასა და პატრონობას, მომავალშიც, ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი დავუთმო, რადგან ცხოველებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია.