მოხალისეები

  • მარი ზარიძე_103.jpg

    მარიამ ზარიძე, 12 წლის, მოხალისე

    ვარ სკოლის მოსწავლე და გაკვეთილების შემდეგ, ვცდილობ, თავისუფალი დრო სასარგებლო საქმეს მოვახმარო. ამიტომ, ვმონაწილეობ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ და ახალგაზრდულ პროექტში. მე ერთ-ერთი ვარ იმ 200 მოხალისეს შორის, რომელიც ამ ორგანიზაციამ გადაამზადა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართო.

    ძალიან მაწუხებს მიუსაფარი ცხოველების პრობლემები, ვდარდობ მათ საშინელ ბედზე, ასე ყოფნას არც ერთი სულიერი არ იმსახურებს. თბილისის ქუჩებში უსახლკარო კატები და ძაღლები სიცივითა და შიმშილით ავადდებიან და ბევრი მათგანი კვდება კიდეც. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვიზრუნო მათზე.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ კიდევ ერთ მოხალისესთან, ჩემს მეგობარ ელენე სანიკიძესთან ერთად უპატრონო ცხოველებისთვის საკვებს ვაგროვებ და მერე ქუჩებში გავდივართ მათ დასაპურებლად. გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრ ცხოველზე შევძლოთ ზრუნვა, იქნებ ოდესმე ეს პრობლემაც მოგვარდეს თბილისის ქუჩებში და საზოგადოებაც აქტიურად დაეხმაროს ჩვენ გვერდით მცხოვრებ უწყინარ და საყვარელ არსებებს.