მოხალისეები

  • მარიამ გიორგაძე_n_805.jpg

    მარიამ გიორგაძე, 12 წლის, მოხალისე

    მე ვცხოვრობ ასპინძაში, ვარ მეშვიდე კლასის მოსწავლე. გაკვეთილების და სწავლის პარალელურად, აქტიურად ვარ ჩართული შიდა სასკოლო აქტივობებში, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მუსიკალური თუ სხვა შემოქმედებითი წრეების მუშაობაში.

    მიუხედავად ამისა, მოხალისეობის ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქამდე არ მქონია. ეს ჩემთვის პირველი ოფიციალური ახალგაზრდული პროექტია, რომელშიც, როგორც მოხალისე, სიამოვნებით ჩავერთე და მაქვს არაერთი გეგმა, რომლის განხორციელებაც ძალიან მინდა ჩემს მშობლიურ ასპინძაში. მათ შორის, მინდა, რომ პანდემიური პირობების და გაზრდილი საჭიროების გამო, ჩემს თანატოლებთან ერთად შევკერო პირბადეები და დავურიგო მათ, ვისაც ეს სჭირდება. ასევე ვგეგმავ, რომ სკოლის მასშტაბით მოვაწყო ნახატების გამოფენა და ამ ღონისძიებაში ჩემი შემოქმედი მეგობრებიც ჩავრთო. ასევე ვფიქრობ, შშმ პირებისთვის საინტერესო ღონისძიების დაგეგმვას, რაც მათ დაეხმარება, რომ თავი უკეთ იგრძნონ პანდემიით გამოწვეული სტრესული გარემოს მიუხედავად.