მოხალისეები

  • მარიამ სამხარაძე_592.jpg

    მარიამ სამხარაძე, 16 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის დაწყებისთანავე, მე აქტიურად დავგეგმე ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა. ვცდილობ, ჩემი ცოდნით დავეხმარო მათ, ვისაც ეს სჭირდება. მაგალითად: ვატარებ გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში და მოსწავლეებს ვეხმარები სასკოლო პროგრამის დაძლევაში. ონლაინ-რეჟიმში ვასწავლი  ქიმიას ოთხ მეთერთმეტე კლასელს გოგონას. გაკვეთილებს პერიოდულად, კვირაში მინიმუმ ორჯერ ვატარებთ. ქიმიის გარდა მათ ვეხმარები მათემატიკის შესწავლაშიც.

    მომავალში მინდა, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადამიანის/სპიკერის მოწვევა, რომლებიც ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს. მაგალითად, ვგეგმავ, რომ ერთ-ერთ ასეთ სპიკერად მოვიწვიო თინათინ გაგუა, მედიცინის დოქტორი და WHO-ს ექსპერტი, რომელიც ისაუბრებს რეპროდუქციულ ჯამრთელობაზე, რაც ვფიქრობ საინტერესო და საჭირო თემაა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. 

    იმედი მაქვს, რომ პროექტის დასრულებამდე კიდევ არაერთი ღონისძიების დაგეგმვას და განხორციელებას მოვახერხებ. ჩემი მიზანია, ვიყო აქტიური მოხალისე და შევძლო სხვა ადამიანების დახმარება.