პროექტის დეტალი

საქველმოქმედო აქცია

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 8
პროექტი

პროექტის აღწერა

ყველა ადამიანი იმსახურებს ჰქონდეს ის საბაზო პრივილეგიები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო და აუცილებელია. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მიუსაფარი ბავშვია, რომლებსაც არ აქვთ ელემენტარული პირობები, სამოსი. მათაც უნდათ სხვა ბავშვების მსგავსად ჰქონდეთ სათამაშოები, გასაფერადებლები და ა.შ. სწორედ ამიტომ, საქველმოქმედო ინიციატივა "გაავრცელე სითბოს" მოხალისეებმა გადავწყვიტეთ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში გარკვეული წვლილი შეგვეტანა. 2025 წლის აპრილი-მაისის თვეში გავმართეთ საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც შევაგროვეთ ტანსაცმელი, სათამაშოები და ყოველდღიური გამოყენების ნივთები ბავშვთა სახლისთვის. ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები ახლა ძალიან საჭიროა და მჯერა, რომ მომავალში, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი გახადოს სამყარო უკეთესი ადგილი!