პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტი "ჯანსაღი ცხოვრება:სიცოცხლის გზა"მოზარდებს შორის ორგანიზებული ინიციატივაა,რომელიც თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვან საკითხების შესახებ უზრუნველყოფდა ინფორმაციის მიწოდებას.პროექტის ინიცირება,ვფიქრობ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვა ერთად-ერთი გზაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
სამწუხაროდ ფაქტია,რომ 21-ე საუკუნეში ახალგაზრდების უმეტესობას შორის ჯანსაღი ცხოვრების,განსაკუთრებით კი ჯანსაღი კვების წესების დაცვა სირთულესათან ასოცირდება,რაც უპირველესად განპირობებულია იმით რომ მოზარდები ნაკლებ არიან ინფორმირებული აღნიშნულ საკითხთა შესახებ/
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გატარებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებში ორგანიზება გავუწიე კვლევას,რომლის მიზანსაც სასკოლო საზოგადოებაში მოზარდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის გაცნობიერების დონის დადგენა წარმოადგენდა.
კვლევამ კვლავ ნათლად გამოკვეთა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების თემაზე ინფორმირებულობის ამაღლების აუცილებლობა,რის შემდეგაც ამ მიმართულებით განსაზღვრული ნაბიჯები გადავდგი.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე გამართული შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობა და ამ თემის გარშემო ცნობიერების ამაღლება . შეხვედრის საშუალებით ვეცადე, გამეადვილებინა მოზარდებისთვის იმის აღქმა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელი ჩვევები ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ასევე, მიზანი იყო მათი მოტივირება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო გააზრებულად აირჩიონ კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობა, ძილის რეჟიმი და მავნე ჩვევებისგან თავის არიდება. შეხვედრა დაიგეგმა ისე, რომ მოსწავლეებში დანერგილიყო პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და მეტი პასუხისმგებლობა აეღოთ საკუთარ სხეულსა და ფსიქიკაზე.
შეხვედრების დასასრულს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესების აუცილებლობის უკეთ გაცნობის მიზნით,მოწვეულ იქნა ადგილობრივი ექიმი. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პროფესიონალური და სანდო ინფორმაციის მიწოდება.
ექიმმა მოსწავლეებს განუმარტა:
რატომ არის მნიშვნელოვანი საბაზისო ჯანმრთელობის ჰიგიენა და პროფილაქტიკა;
როგორ მოქმედებს დაბალანსებული კვება ორგანიზმის ენერგიასა და განვითარებაზე;
რა როლს თამაშობს რეგულარული ფიზიკური აქტივობა მოზარდების ზრდასა და ჯანმრთელობაზე;
როგორ უნდა მოუარონ ძილის რეჟიმს და როგორ მოქმედებს უძილობა მათ ჯანმრთელობასა და სწავლაზე;
რა რისკები ახლავს მავნე ჩვევებს და რატომ არის მათი თავიდან აცილება აუცილებელი.
შეხვედრა ინტერაქტიული იყო: მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ ექიმისგან პროფესიული, მარტივად გასაგები პასუხები. მონაწილეები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ მათთვის აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა კვების რეჟიმი, ზურგის ტკივილის პრევენცია მძიმე ჩანთის ტარებისას და სტრესის მართვის უსაფრთხო გზები.ექიმის მონაწილეობამ შეხვედრა კიდევ უფრო ინფორმატიული და ნდობაზე დამყარებული გახადა.
საერთო ჯამში პროექტმა"ჯანსაღი ცხოვრება:სიცოცხლის გზა"მნიშვნელოვანი და წარმატებული შედეგებით დასრულდა. მოსწავლეებმა უფრო მკაფიოდ გაიგეს ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობისა და მავნე ჩვევების პრევენციის მნიშვნელობა. გაიზარდა მათი ცოდნა ჯანმრთელობის შენარჩუნების პრაქტიკულ გზებზე, ხოლო ექიმთან უშუალო ურთიერთობამ გააძლიერა ნდობა და მათ კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიღება უზრუნველყო. მონაწილეები უფრო მეტად ჩართულნი და მოტივირებულნი გახდნენ, მიიღეს გადაწყვეტილება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ მიღებული რჩევები. მთლიანობაში, შეხვედრამ გააუმჯობესა მოსწავლეთა ცნობიერება და სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესების პოპულარიზაციის დონე.