პროექტი
პროექტის აღწერა
"ჩვენ ვქმნით ეკო-მომავალს"წარმოადგენს მოხალისეობით პროექტს,რომელიც ადგილობრივ სკოლაში განვახორციელე მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების, ბუნებაზე ზრუნვის მოტივაციის გაზრდისა და გარემოსდაცვითი ღირებულებების განმტკიცების მიზნით. შეხვედრა ემსახურებოდა მოსწავლეების ინფორმირებას ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე, გარემოსდაცვით გამოწვევებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა მცირე ნაბიჯებით შეიტანოს წვლილი პლანეტის დაცვაში.
პროექტისმოიცვა სრულიად სასკოლო საზოგადოება და გარემოსდაცვითი ღირებულებების განვითარებაში ყველს ასაკის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
უპირველეს ყოვლის მნიშვნელოვანი იყო ორგანიზება გამეწია კვლევისათვის,რომლის მთავარ მიზანსაც მოსწავლეთა შორის გარემოსდაცვითი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენა წარმოადგენდა.კვლევამ ნათლად აჩვენა ამ მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა,რის შედეგადაც დაიგეგმა რიგი საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან.
თავდაპირველად დაწყებით კლასებში მოეწყო პრაქტიკული შეხვედრა,სადაც მოსწავლეებმა,კრეატიული და სახალისო გზით გაიცნეს სხვადასხვა ეკო-ღირებულებები.
მომდევნო შეხვედრები უშუალოდ ახალგაზრდებთან,მიმართული იყო მათში გარემოს-დაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბებისკენ,რაც წარმატებით განხორციელდა მოსწავლეთათვის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის გაცნობითა და მასშტაბური გარემოს-დაცვითი საქმიანობის წარმოების აუცილებლობის გაცნობით.ღონისძიება წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის — ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე, დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე და გადამუშავების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ქმედებებს, რომლებსაც მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლებენ გარემოს დასაცავად.
შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები და მაგალითები ეკომეგობრული ქცევის შესახებ. ღონისძიების დასასრულს გამოითქვა ინიციატივა მსგავსი აქტივობების გაგრძელებისა და სკოლის ტერიტორიაზე ეკოაქტივობების დაგეგმვის შესახებ.
სამომავლოდ დაგეგმილია აგრეთვე დამატებითი მოხალისეობითი ჯგუფის ჩამოყალიბება,რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებაში ეკო-ჩვევების შესახებ უზრუნველყოფენ საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას.
საბოლოო ჯამში გარემოსდაცვითმა პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდებში ეკო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და ხელი შეუწყო მათი მხრიდან სამომავლო გარემოს დაცვით ინიციატივებში ჩართულობას.