პროექტი
პროექტის აღწერა
თითოეული ჩვენგანის ვალია გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, რადგან ბუნება და მისი სიჯანსაღე უშუალოდ აისახება ადამიანების ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე.
სწორედ ამიტომ, 15 მარტს, მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაწყვეთ დასუფთავების აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა ბუნებაზე ზრუნვას, გარემოს სისუფთავეში გარკვეული წვლილის შეტანას და ახალგაზრდებში მოტივაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.
აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.