პროექტი
პროექტის აღწერა
ინტელექტუალური კონკურსი"რა?სად?როდის?"
ინტელექტუალური კონკურსი"რა?სად?როდის?"მოხალიასეობითი პროექტია,რომლის უმთავრეს მიზანსაც ახალგაზრდებში გუნდურობის,თანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება და ამავდროულად არაფორმალური განათლების პოპულარიზება წარმოადგენდა.
ინტელექტუალურ კონკურსს ინიცირება ადგილობრივ სკოლაში გავუწიე,რომლის ფარგლებშიც უპირვლელეს ყოვლისა ორგანიზება გავუწიე კვლევას სკოლის მოსწავლეებში.კვლევა მიზნად ისახავდა გამოევლინა მოსწავლეთა შორის პოპულარული,აქტუალური ლიტერატურული ნაწარმოები და ამავდროულად იდენტიფიცირება გაეწია ახალგაზრდებისათვის საინტერესო სწავლების მეთოდებისათვის.
კვლევით მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე ორგანიზება გავუწიე ინტელექტუალურ კონკურსს:"რა?სად?როდის?",რომლის საწყის ეტაპზეც მოვახდინე გუნდების რეგისტრირება და მოსწავლეთა შორის პოპულარული ნაწარმოებების შესახებ კითხვების შემუშავებას.
ინტელექტუალურმა კონკურსმა აქტიურად,სრული ჩართულობითა და წარმატებულად ჩაიარა.დირექციის მხარდაჭერით მოხდა მოსწავლეთა დაჯილდოებაც.
კონკურსმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა შორის არაფორმალური განათლების პოპულარიზებას,გუნდურობის,თანამშრომლოის,კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერული უნარების განვითარებას.
კონკურსის დასასრულს მიღებული უკუკავშირიდან გამომდინარე მოსწავლეებს თავადაც გაუჩნდათ მოტივაცია,ორგანიზება გაეწიათ მსგავსი არაფორმალური აქტივობებისათვის.
ინტელექტუალური კონკურსი"რა?სად?როდის?"არა მხოლოდ მოსწავლეებს,არამედ მეც,როგორც პროექტის ინიციატორს მნიშვნელოვნად დამეხმარა განმევითარებინა საკუთარ თავში ლიდერული და ორგანიზატორული უნარები.