პროექტის დეტალი

პროექტი"დემოკრატია იწყება შენით!"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 28, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 8
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტი"დემოკრატია იწყება შენით!" მოხალისეობრივი პროექტი დემოკრატია იწყება შენით სენაკის მუნიციპალიტეტის ათ სხვადასხვა სკოლაში დავაინიცირე,რომლის მთავარ მიზანსაც სკოლებში მოსწავლეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ჩართვა და შესაბამისად მონაწილეობითი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი ამ ეტაპზე წარმატებულად მიმდინარეობს,რომლის ფარგლებშიც დავუკავშირდი ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს:"სტუდენტურ პარლამენტსა"და სენაკის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს.აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მოხდა 150-მდე ახალგაზრდასთან,რომელთა უმეტესობამაც პირველად გაიგო "მონაწილეობითი დემოკრატიის"შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიიღეს ინფორმაცია მოსწავლეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ჩართვის აუცილებლობისა და უფლებრივი ნაწილის შესახებ,გაიაზრეს ის დადებითი შედეგები რაც სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა მონაწილეობის პროცესს მოჰყვება. პროექტის"დემოკრატია იწყება შენით!"ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ აგრეთვე მონაწილეობის სხვადასხვა ფორმებს და ინტერაქტიული მეთოდებით ჩაერთნენ მათი იდენტიფიცირების პროცესში. როგორც პროექტის ინიციატორმა,მნიშვნელოვნად მივიჩნიე,ახალგაზრდებისათვის გამეცნო როგორ შეუძლიათ იქცნენ სასკოლო საზოგადოების სრულფასოვან წევრებად,რომლის ფარგლებშიც შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროექტის ინიცირების ნაბიჯების განხილვას. გარდა ზემოხსენებულისა, შეხვედრებზე გამოყენებული ინტერაქტიული მეთოდების წყალობით ხელი შევუწყვე მოსწავლეთა მიერ სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული იდეებისა და ინიციატივების გამოვლენას და მხარი დავუჭირე მათი განხორციელებისათვის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას. პროექტით ინიცირებული შეხვედრების ფარგლებში წარმატებით განხორციელდა მოსწავლეთა შორის: 1.ცნობიერების ამაღლება პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეების ინფორმირებულობა მონაწილეობით დემოკრატიასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. 2.აქტიური ჩართულობა პროექტმა ხელი შეუწყო ადგილობრივ სკოლებში მოსწავლეთა მოტივაციასა და სურვილს, აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის თვითმმართველობის საქმიანობასა და სხვა არაფორმალურ აქტივობებში. 3. სასკოლო დემოკრატიული კულტურის გაძლიერება პროექტი დაეხმარა სკოლებს თანამშრომლობითი, გუნდური და ურთიერთპატივისმცემელი გარემოს ჩამოყალიბებაში, რაც დემოკრატიული კულტურის განვითარებისთვის აუცილებელია. 4. ახალგაზრდული ინიციატივების გამოვლენა პროექტმა მისცა მოსწავლეებს შესაძლებლობა წარმოაჩინონ სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული ინიციატივები. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მათ მიიღეს ცოდნა პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ: როგორ უნდა დააინიცირონ პროექტი, როგორ დაუკავშირდნენ სკოლის კოლეგიალურ სისტემებს მხარდაჭერისთვის და როგორ უზრუნველყონ პროექტის წარმატებული შესრულება. ამ ყველაფერმა გააძლიერა მოსწავლეების როლს სასკოლო დემოკრატიული ცხოვრების განვითარებაში. 5. სასკოლო თემის გააქტიურება პროექტმა უზრუნველყო მოსწავლეთა გააქტიურება და მათ მიერ ფორმალური, არაფორმალური და სათემო პროექტების ინიცირებას სურვილი გამოხატვა, რაც დადებით გავლენას მოახდენს მთლიან სასკოლო საზოგადოებაზე. საბოლოოდ, პროექტი გააძლიერებს თვითმმართველობების მუშაობას და გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. 6. გამოცდილების გავრცელება პროექტი უზრუნველყოფს თეკლათის საჯარო სკოლის გამოცდილების გაზიარებას დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებისა და მოსწავლეთა ინიციატივების განვითარების მიმართულებით. ეს დაეხმარება სხვა სკოლებს, გაზარდონ მოტივაცია მსგავს აქტივობებში ჩართვისთვის და მიიღონ დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკული მაგალითები. 7. მდგრადი შედეგი პროექტის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მონაწილე სკოლებში განხორციელდება ის იდეები და ინიციატივები, რომლებიც მოსწავლეებმა სამუშაო შეხვედრებისას შეიმუშავეს. ეს შექმნის საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაში დემოკრატიული, თანამონაწილეობითი და აქტიური სასკოლო საზოგადოების არსებობისთვის. პროექტის"დემოკრატია იწყება შენით!"შეხვედრები გრძელდება და სამომავლოდ დაგეგმილია საინფორმაციო სესიების ჩატარება და მატებით ხუთ საჯარო და კერძო სკოლასთან. როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოდგენაა შეუძლებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე,ასე შეუძლებელია დემოკრატიული სკოლის წარმოდგენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მოსწავლეთა მონაწილეობის გარეშე,ამიტომაც ვფიქრობ პროექტი "დემოკრატია იწყება შენით!"მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პასუხისმგებლიანი,აქტიული,საზოგადოების გაუმჯობესებაზე მზრუნველე და რაც მთავარი დემოკრატიული მოქალაქეების ფორმირების პროცესში.