პროექტი
პროექტის აღწერა
დღესდღეობით, საქართველოში უამრავი მოხალისეა, რომლებიც სიკეთეს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებენ, თუმცა სამწუხაროდ არ აქვთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობებზე, რაც მათ გარშემო არსებობს და რასაც მოხალისეობა და მოხალისეობრივი ორგანიზაციები აძლევენ.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემი შესაძლებლობების შესაბამისად გამევრცელებინა ინფორმაცია "2025 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს" შესახებ. კამპანიის ფარგლებში ჩავატარე ორი ინტერაქციული შეხვედრა, ერთი ფიზიკურად, ხოლო მეორე ონლაინ სივრცეში. შეხვედრების განმავლობაში დავფარეთ ისეთი საკითხები როგორიცაა: რა არის მოხალისეობა და რა შესაძლებლობებს გვაძლევს ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდი"? როგორ გავხდეთ მოხალისე აღნიშნულ ორგანიზაციაში? როგორ მივიღოთ მონაწილეობა საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს კონკურსში? და რა თქმა უნდა განვიხილეთ პლატფორმა youthvolunteering.ge.
შეხვედრებს ჯამურად ესწრებოდა საახლოებით 15-20 დაინტერესებული სკოლის მოსწავლე, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. შეხვედრები იყო ძალიან სახალისო, ინტერაქციული და საინტერესო. დავიწყეთ გაცნობით და დავასრულეთ Kahoot-ით, რომელიც მოხალისეობაზე განხილულ საკითხებს შეეხებოდა.
განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ გადაწყვიტა წელს, რამდენიმემ კი 2026 წლისთვის ჯილდოზე საკუთარი კანდიდატურის ნომინირება.
შეხვედრების დაგეგმვაში, ინფორმაციის გავრცელებაში, აქტივობების განხორციელებასა და პრეზენტაციის მომზადებას დაეთმო 7 მოხალისეობრივი საათი.