პროექტის დეტალი

Kora Autumn Team

გამოყვეყნების თარიღი: Nov 26, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 161
პროექტი

პროექტის აღწერა

ეს პროექტი ეკუთვნის ESC პროგრამას, ევროპის სოლიდარობის კორპუსს, რომელიც ჩატარდა იტალიაში მოხალისეობრივ პროგრამაში ჩართული ვიყავით 12 ბავშვი 6 სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, ძირითადი თემა ეხებოდა გარემოს დაცვას, იმას თუ როგორ შეგვიძლია ჩვენში თუნდაც ძალიან პატარა ქცევის შეცვლით დავეხმაროთ დედამიწას, დავეხმაროთ ბუნებას, 1 თვის მანძილზე აბსოლუტურად ყველა მოხალისე გამოსულები ვიყავით საკუთარი კომფორტის ზონიდან, ბუნებასთან მუშაობის დროს იმაზე მეტი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა, ჩვენ ნამდვილად ვიყავით ის გუნდი, რომელსაც თიმვორქინგი შეეძლო, გუნდებად დაყოფილი ბავშვები, რომელთაც სარგებელი არა მხოლოდ ბუნებისთვის, არამედ ერთმანეთისთვისაც მოგვქონდა, ყოველდღე 5 საათიანი მუშაობის შემდეგ ვატარებდით 2 საათიან ვორქშოპს სადაც თითოეული ჩვენგანი განიხილავდა თუ დამატებით რისი შეცვლა შეგვეძლო, რის გაკეთება გვინდოდა. დავეხმარეთ ადგილობრივ ზეთისხილის ფერმას მოსავლის აღებასა და დაახლოებით 2000-3000 ზეთისხილის ხის გასხვლაში. ზუსტად ის ბავშვები ვიყავით რომელთაც კომფორტი გაცვალეს საჭიროებებზე, სიმართლე რომ გითხრათ მარტივი არ ყოფილა, ყოველი დღე ახალი გამოწვევა იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ მარტო არ ვიყავით და ერთი უდიდესი გუნდი ვიყავით ბევრად ამარტივებდა ამას.