პროექტის დეტალი

მაკულატურის შეგროვება და სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენა

გამოყვეყნების თარიღი: Nov 26, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 18
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩვენი სკოლის ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად დავგეგმე პროექტი  მაკულატურის შეგროვებაზე, გადამუშავების ხელშეწყობასა და სკოლის ბიბლიოთეკის განახლებაზე. რა გავაკეთე: მე დავგეგმე და დავიწყე პროექტი: შევქმენი მაკულატურის შეგროვების სისტემა და დავაყენე სპეციალური მაკულატურის ყუთები სკოლის რამდენიმე ადგილას; დავგეგმე და ჩავატარე საინფორმაციო შეხვედრები, რათა მოსწავლეებს და მასწავლებლებს უკეთ გავეცნო გადამუშავების სარგებელი; შევაგროვეთ დიდი რაოდენობით მაკულატურა, რომელიც გადავაწოდეთ გადამამუშავებელ კომპანიას; მიღებული ფინანსური რესურსით შევიძინეთ ახალი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისთვის, რითაც გავზარდეთ წვდომა სასწავლო და შემეცნებით მასალებზე; პროექტში ჩავრთე სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და შევუქმენი მათ ეკო-მოხალისეობრივი ჩართულობის შესაძლებლობა. ეს ინიციატივა არა მხოლოდ ეკოლოგიურ მიზანს ემსახურებოდა ის გახდა მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მცირე ნაბიჯებმა რეალური ცვლილება მოუტანოს როგორც გარემოს, ისე საგანმანათლებლო საზოგადოებას. მაკულატურის შეგროვების კამპანია 18 საათი ყუთების დამზადება/დადგმა – 2 სთ მოსწავლეების ინფორმირება/პრეზენტაცია – 2 სთ შეგროვება (რამდენიმე დღე/კვირა) – 8 სთ დახარისხება და ჩაბარება – 4 სთ მიღებული თანხით წიგნების შერჩევა/ყიდვა/გადაცემა – 2 სთ