პროექტის დეტალი

ლიბერთინსი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 62
პროექტი

პროექტის აღწერა

ვარ გამომცემლობა პალიტრა L მოხალისე, რომლის ფარგლებშიც განხორციელებული მაქვს შემდეგი პროექტები: წიგნების ბაზრობის/წიგნის ფესტივალის დაწყებამდე, როგორც გამომცემლობა პალიტრა L-ის მოხალისემ, განვალაგე ჩვენი სექციების (Liberteens/Liberkids) წიგნები თაროებზე, აღვრიცხე თითოეული, მივუთითე ფასები და ა.შ უშუალოდ წიგნების ბაზრობაზე/წიგნის დღეებზე ხალხს ვუწევდი კონსულტაციას, ვეხმარებოდი სასურველი წიგნების მოძიებაში, ვაძლევდი რეკომენდაციებს, ვავსებდი საწყობიდან წიგნების მარაგს, ვიღებდი სხვა მოხალისეებთან ერთად ინფორმატიულ ვიდეოებს წიგნების ბაზრობაზე და ვმოხალისეობდი საჩუქრების სტენდთან, სადაც სანიშნეებს და გარკვეულ წიგნებს ვაჩუქებდით, და ასევე ვეხმარებოდი სალაროსთანაც. ინტერვიუ დორქტორ ტარა პორტერთან ვიყავი ინტერვიუს მოდერატორი ინსტაგრამ ლაივში ოფიციალური გამომცემლობის გვერდიდან. თავდაპირველად ქართველ მკითხველს გავაცანი ჩვენი ავტორი, მისი საქმიანობა და შემოქმედება. შემდეგ უკვე გავესაუბრე დოქტორ ტარას, დავუსვი კითხვები მის საქმიანობაზე, წიგნის წერის პროცესზე, ინსპირაციაზე, დაბრკოლებებზე და ა.შ ამის შემდეგ გადავედით კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მკითხველებმა შეძლეს მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ ავტორისთვის. ამ პროცესს, რასაკვირველია, მე ვუძღვებოდი. წიგნებზე რევიუების დაწერა, რეცენზიის დაწერა წიგნებზე: უცხოურ ბესტსელერ წიგნებზე- “ფილმებზე უკეთესი” და “კარგი გოგონა სიკვდილის ზღვარზე” დავწერე კომენტარები, რომლებიც დაბეჭდილია მათი ქართული გამოცემის პირველ გვერდზე, ამით მკითხველს გავუზიარე მშრალი შინაარსის ნაცვლად ჩემი შთაბეჭდილება და ემოციები კონკრეტული წიგნის კითხვისას და მის შემდეგ. ხოლო წიგნზე “მარცხი და ამბოხი” დავწერე რეცენზია, რომელშიც მიმოვიხილე წიგნი, მისი მთავარი სათქმელი, დანიშნულება და თუ რა შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. სტატია პოსტის სახით დაიდო ოფიციალურ გამომცემლობის გვერდზე, რათა ჩემი მიზნისთვის, მეტი ადამიანისთვის მიმეწვდინა ხმა ამ არაჩვეულებრივი წიგნის შესახებ, მიმეღწია.