პროექტი
პროექტის აღწერა
ეს ჩემი წინა წლის ზაფხულს დაგეგმილი და მიერ განხორციელებული ("პროექტები ცნობიერების ამაღლების") გეგმაა. 6-დან 4 ინდივიდუალურად მაქვს შესრულებელი.
ძირითადად პროექტები ეხმიანებოდა კლიმატის რადიკალურ ცვლილებას, ზოგადად გლობალურ დათბობას, ისტორიას, აივ ინფექციებსა და ყველაზე მეტად გავრცელებულ ნეიროდეგენერაციულ დაავადებას-ალცჰაიმერს.
ჩემი აზრით, ზემოხსენებულიდან ყველაზე მეტად შედეგი კლიმატთან დაკავშირებულმა პროექტებმა გამოიღო, რადგან შედარებით უფრო საინტერესოდ განხორციელდა. კონფერენციამდე ორი დღით ადრე დავარიგე ანონიმური კითხვარი,რომელიც მეორე დღეს შევსებული უნდა მოეტანათ(ორს დავურთავ დანართად) წაკითხვისა და გააზრების შემდეგ მივხვდი რომ, მხოლოდ ზოგადად ლაპარაკს, ჯობდა რომ კონკრეტული მაგალითებით ამეხნა ამ პრობლემის ფატალურობა. საქმე იმაშია, რომ იმაზე დადებითი უკუკავშირი მივიღე ვიდრე ველოდი.
აივ ინფექციასთან დაკავშირებული პროექტი ჩვენი სამოქალაქო კლუბის მეშვეობით განვახორციელეთ 2 დეკემბერს(1-ელი კვირა დღე იყო(შიდსის მსოფლიო დღე)).
რაც შეეხება ალცჰაიმერს, გადავწყვიტე, რომ ბიოლოგიასთან ჩამეტარებინა ინტეგრირებული.
ასევე, შარშან კვლავ ბილოგოგიასთან ერთად ჩავატარე საკმაოდ საინტერესო პროექტი, საინტერესო სწორედ ის იყო, რომ ორი საგნის ინტეგრირებით ჩატარდა, მეორე კი ისტორია გახლდათ. ალბათ დაგაინტერესებთ რასთან დაკავშირებით იყო ეს გაკვეთილი, ჰემოფილიასთან, რომანოვების ოჯახთან და ენ ბოლეინთან(ფოტოსთვის დასამატებელი ადგილი აღარ მრჩება). მოკლედ რომ ვთქვათ ჩემი რჩეული ბოლო პროექტი გახლდათ, რადგან ჩემი ორი ფავორიტი საგანი გავაერთიანე და საბოლოოდ მასწავლებლებისთვის და ბავშვებისთვისაც საინტერესო გაკვეთილი იყო.
დრო რომ მქოდნეს და ამ მომენტში ჯანმრთელობაც ხელს მიწყობდეს, კვლავ განვახორციელებდი მსგავს პროექტებსა და აქტივობებს.