პროექტი
პროექტის აღწერა
ეს ჩემი ნება-სურვილით გაკეთებული "პროექტია".
ბუნებისმეტყველება ბავშვობაში ჩემი საყვარელი საგანი გახლდათ. ასტრონომობა ან ასტროფიზიკოსობა მინდოდა 8 წელი... ალბათ მიხვდებით თუ როგორ მიყვარს მოცემული საგნის კონკრეტული სფერო. საქმე იმაშია რომ არც ბუნებისმეტყველება და მეორეხარისხოვნად არც ფიზიკას მასწავლიდნენ სკოლაში. ისე მოხდა, რომ ამ პერიოდში ონლაინებზეც გადავედით, არ გვიტარდებოდა გაკვეთილები ხარვეზების გამო და საბოლოო ჯამში ისე მოხვდა, რომ ეს "სიამოვნება" გამოვტოვე.
რამოდენიმე წელია რაც დედაჩემმა მასწავლებლობა დაიწყო, თუმცა თავისი პროფესიის გარდა ბუნებისმეტყველებასაც ასწავლის. არ ვიცი ეს სკოლების სენია თუ სხვა რამ, მაგრამ მათ საკმარისი ან რესურსი არ ჰქონდათ, ან უბრალოდ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე დიდ ყურადღებას არ უთმობდნენ. მოკლედ რომ გავაგრძელო, გავიგე თუ არა გადავწყვიტე მე თვითონ დამემზადებინა რამე სახალისო. შევქმენი მინი რობოტები(ბაზრობაზე ვიყიდე ნაწილები და ავაწყვე), მარტივი მაკეტები, პრეზენტაციები, ტექსტი და ა.შ. საქმე იმაშია რომ ყველა მესამემ, მეხუთე და მეექსვე კლასელმა გამოენა სასწავლად ჩემი შექმნილი მასალა. შეიძლება ჩათვალოთ რომ ეს ყოველი დიდი არაფერია... მაგრამ მართლა არაფერია იმაზე აკრგი გრძნობა, როდესაც იგებ, რომ შენი დამსახურებით უცხო სკოლის ბავშვები მეცნიერებით დაინტერესდნენ. ზოგადად წლების განმავლობაში მეცნიერების პოპულარიზებასა და ხალხის დაინტერესებას როგორც საკუთარ, ისე სხვა სკოლებშიც ვდილობდი. აქ კი ყველაზე მაგარი ამბავი ისაა, რომ გამომივიდა... და თუნდაც ის ერთი ბავშვი, რომელიც დავაინტერესე ზუსტაც ვიცი, რომ მომავალში იგივეს გაიმეორებს და მას, ისევე როგორც მე, პრეციზიულად ეცოდინება თუ რა დარჩება მისგან.