პროექტი
პროექტის აღწერა
რამდენიმე თვის განმავლობაში მე და ჩემმა მეგობარმა, ზურა ახალაშვილმა შევქმენით პროექტის რისი საშუალებითაც ახალგაზრდებს ვაცნობდოთ გარემოს დაცვით თემებს კონკრეტულად ქაღალდის გადამუშავებას, რაც თავად შევისწავლეთ სოც. ქსელიდან. შემდგომ კი მოხალისეობის სახით ეს ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა პროექტში ჩართული ახალგაზრდებს გავაცანით.
ვიყავით, დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაორგანიზებული ბანაკის ორ ნაკადში სადაც ჩვენი ცოდნა გავუზიარეთ. ამას ესწრებოდა ჩეხეთის ელჩი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოხატა ჩვენი პროექტის მიმართ.
დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის მობილური ავტობუსით ვესტუმრეთ სხვადასხვა სოფლებს.
ასევე დიდი ინტერესით მიგვიწვიეს ამერიკის მიერ დაფინანსებულ პროგრამა Access-ში, სადაც გავაცანით ზემოთ მოხსენებული თემები.
ჯამში ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ჩვენს მიერ დაგეგმილ პროექტში.
ამასთან ერთად ახალგაზრდები ჩვენი მაგალითიდან სწავლობდნენ თუ რა კარგად შეიძლება მოხალისეობრივი საქმიანობის გამოყენება გარემოს ანთუნდაც სხვა სფეროს გასაუმჯობესებლად.