პროექტის დეტალი

ეკო-გეზი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 23, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 3
პროექტი

პროექტის აღწერა

2 ივლისს ქალაქ დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის და ჰელფინგ ჰენდის მოხალისეებმა(ქრისტინე ესტატიშვილმა,ზურაბ ახალაშვილმა,ქრისტინე ბუჩაშვილმა და სალომე ჩოხელმა) ჩავატარეთ დასუფთავების აქცია ახალგაზრდულ ცენტრთან და მათ მუშაკებთან თანამშრომლობით. ღონისძიების ფარგლებში მოხალისეებმა დავასუფთავეთ დუშეთის ძველი ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების ბოლოს პატარა თამაშებში გამარჯვებულ წყვილს გადაეცა ენერგო ეფექტური საჩუქრები. ამ დასუფთავების აქციის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში მოხალისეობის, გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული რისკების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ამ ღონისძიებით დავაგვირგვინეთ ჩვენი გუნდური პროექტის "ეკო გეზი-ს" დასასრული ჰელფინგ ჰენდის პროექტის "ახალგაზრდა ლიდერები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ" ფარგლებში. მაგრამ, აქ არაფერი სრულდება არამედ თუ ჩვენი გუნდი უფრო დიდი შემართებით გააგრძელებს ჩვენი მისიის შესრულებას! ( ვცადოთ და შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის კლიმატი უკეთესობისკენ!)