პროექტის დეტალი

ეკო-გეზი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 23, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 2
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩვენი გუნდის ეკო-გეზის მოქმედების ფარგლებში მრავალი შეხვედრა და აქტივობა ჩავატარეთ. თემები უმეტესად ეხებოდა:ქაღალდის გადამუშავებას,მოხალისეობას და ჰელფინგ ჰენდის როლს მოხალისეობის განვითარების მხრივ. 1)30 აპრილს, პროექტი "ახალგაზრდა ლიდერები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ" ფარგლებში საგანმანათლებლო შეხვედრა დუშეთის №2 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ჩავატარეთ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების საკითხებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ, მათ შორის გლობალური დათბობის, ჰაერის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებების მნიშვნელობაზე. გარდა თეორიული ნაწილისა, შეხვედრა მოიცავდა ინტერაქციულ და სახალისო აქტივობებს, რაც მონაწილეთა ჩართულობას და მიღებული ცოდნის უკეთ აღქმას შეუწყო ხელი. პროექტის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფორმირებას ისახავს მიზნად.