პროექტის დეტალი

წიგნების თარო

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 40
პროექტი

პროექტის აღწერა

„წიგნების თარო“ გაიგზავნა ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსში, სადაც პროექტი გამარჯვებული გახდა. პროექტის ფარგლებში, ძირითად ღონისძიებამდე განხორციელდა რამდენიმე შემოქმედებითი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული აქტივობა, რომლებიც კითხვის პოპულარიზაციას და წიგნის კულტურის გამყარებას ისახავდა მიზნად: ქუჩის გამოკითხვა — „რა მნიშვნელობა აქვს წიგნს ჩვენს ცხოვრებაში?“ — აქტივობამ ახალგაზრდებს თვითგამოხატვის და საჯარო სივრცეში ჩართულობის შესაძლებლობა მისცა. პროექტის დასკვნითი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები. გამოვლინდა გამარჯვებული სკოლები რომლებიც დაჯილდოვდა სიმბოლური საჩუქრებით. პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებაში კითხვის კულტურის განვითარებასა და წიგნების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.აქტივობამ მონაწილეებს განუვითარათ სწრაფად აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარები,წაახალისა მკითხველობა და ლიტერატურის სიყვარული.