პროექტის დეტალი

საქართველოს კარიტასი X Rise Lab - მსოფლიო დასუფთავების დღე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 5
პროექტი

პროექტის აღწერა

მსოფლიო დასუფთავების დღის ფარგლებში, „საქართველოს კარიტასის“ მოხალისეებმა და მოხალისეთა საბჭომ ,,რაის ლაბის“ თანამშრომლებთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოვაწყვეთ. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში და ქალაქის მაცხოვრებლებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კულტურის ხელშეწყობა. ნაგვის შეგროვებაში, ნარჩენების დახარისხებასა და ტერიტორიის დასუფთავებაში, არა მხოლოდ გარემოს გაუმჯობესებით მიზნით იყო, არამედ პასუხისმგებლიანი მმართველობის მაგალითის მიცემითაც. ამ გუნდურმა მუშაობით ვაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივმა ძალისხმევამ ხელშესახები შედეგები მოიტანოს და სხვა მაცხოვრებლების შთაგონება, შეუერთდნენ გარემოსდაცვით ინიციატივებს. ჩემი პირადი წვლილი მოიცავდა მოხალისეთა გუნდის ორგანიზებას, დავალებების განაწილებას და დასუფთავებაში აქტიურ მონაწილეობას, როგორც მოხალისეთა საბჭოს წევრი. ჩვენი სამუშაოს შედეგად შეგროვდა ნაგვის მრავალი ტომარა, რამაც, მცირე მასშტაბის მიუხედავად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქის გარემოს გაუმჯობესებაში და მონაწილეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებაში. ეს გამოცდილება ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და მაცხოვრებლების შემდგომ მონაწილეობას მოხალისეობრივ და გარემოსდაცვით პროექტებში.