პროექტის დეტალი

საქართველოს კარიტასი - Candles Fundraising

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 44
პროექტი

პროექტის აღწერა

ორგანიზაციის შესახებ - საქართველოს კარიტასი

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი”, დაარსდა კათოლიკური ეკლესიის მიერ 1994 წელს. უკვე 30 წელზე მეტია ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს: ხანდაზმულებს, უსახლკაროებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც სოციალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სჭირდებათ. დღესდღეობით, კარიტასი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12,500-ზე მეტ ბენეფიციარს ეხმარება 32 პროექტის ფარგლებში. „საქართველოს კარიტასის“ მიზანია შექმნას საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის ღირსება პატივსაცემია, მათი უფლებები დაცულია და სოლიდარობის, თანაგრძნობისა და სოციალური სამართლიანობის ღირებულებები ხელშეწყობილია. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სფეროს:
  • ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება;
  • ჯანმრთელობის დაცვა;
  • სოციალური დაცვა;
  • თემის და მოხალისეობის განვითარების პროგრამა;
  • საგანგებო სიტუაციებისთვის რეაგირება და მათზე მზადყოფნა;
  • განათლების გაძლიერების პროგრამა;
  • მიგრაცია;
  • კარიტასი რეგიონებში სოციალური საწარმოები
 

Candles Fundraising

სანთლების შეგროვების პროგრამა მე და კიდევ ერთმა მოხალისემ, ნინა ნიკოლაძემ შევიმუშავეთ. მისი მიზანია სანთლების დამზადება და გამოფენა საქველმოქმედო ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ სანთლების უფასოდ წაღება ან ნებაყოფლობითი შემოწირულობის გაკეთება. ამ გზით შეგროვებული თანხები მხარს უჭერს სოციალურ პროგრამებსა და ინიციატივებს, რომლებიც ეხმარებიან რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სანთლების გარდა, ღონისძიების მონაწილეებს შეუძლიათ აიღონ წიგნები და ხელნაკეთი ნივთები. ეს მიდგომა არა მხოლოდ თანხებს აგროვებს, არამედ აერთიანებს ადამიანებს სოლიდარობის კულტურაში, ავითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და ხელს უწყობს მოხალისეობრივ ინიციატივებში მონაწილეობას. პირველ აქცია ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს გაიმრთა და 255 ლარი შეგროვდა, რომელიც გადაეცა „საქართველოს კარიტასის“ კაფეს, რომელიც მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას და პროფესიულ განვითარებას. პროგრამა აგრძელებს საზოგადოების ჩართვას და მოხალისეების წახალისებას ახალი პროექტების შესაქმნელად, საქველმოქმედო საქმიანობის, სოციალური მხარდაჭერისა და აქტიური საზოგადოების ჩართულობის გაერთიანებით.