პროექტი
პროექტის აღწერა
მონაწილეობა მივიღე EPRS-ის მიერ ორგანიზებულ IdeaThon-ში, სადაც ჩემი იდეა ევროკავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შემცირებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კონტენტის შექმნა — გამარჯვებული გახდა. გამარჯვების შემდეგ პროექტი ერთ წელიწადში სრულად განხორციელდა. შევქმენით საინფორმაციო ვიდეო და მასალა, რომელიც სოციალურ ქსელებში განვათავსეთ და რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი გაეცნო. პროექტის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და დეზინფორმაციისადმი მდგრადობის განმტკიცება.