ორგანიზაციის შესახებ - საქართველოს კარიტასი
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ დაარსდა კათოლიკური ეკლესიის მიერ 1994 წელს. უკვე 30 წელზე მეტია ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს: ხანდაზმულებს, უსახლკაროებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც სოციალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სჭირდებათ. დღესდღეობით, კარიტასი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12,500-ზე მეტ ბენეფიციარს ეხმარება 32 პროექტის ფარგლებში.
„საქართველოს კარიტასის“ მიზანია შექმნას საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის ღირსება პატივსაცემია, მათი უფლებები დაცულია და სოლიდარობის, თანაგრძნობისა და სოციალური სამართლიანობის ღირებულებები ხელშეწყობილია.
ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სფეროს:
- ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება;
- ჯანმრთელობის დაცვა;
- სოციალური დაცვა;
- თემის და მოხალისეობის განვითარების პროგრამა;
- საგანგებო სიტუაციებისთვის რეაგირება და მათზე მზადყოფნა:
- განათლების გაძლიერების პროგრამა;
- მიგრაცია;
- კარიტასი რეგიონებში სოციალური საწარმოები;
წიგნების შეგროვება ბავშვებისა და მოზარდებისთვის - ,,აჩუქე წიგნი განახორციელე ცვლილება''
ინიციატივის „აჩუქე წიგნი - განახორციელე ცვლილების“ მიზანია გაზარდოს ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხატვრულ ლიტერატურაზე წვდომა და ხელი შეეწყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კითხვის ხელშეწყობას. ინიციატივა საშუალებას აძლევს სკოლების, საზოგადოებრივი ცენტრების, ბიბლიოთეკებისა და ახალგაზრდული სივრცეების ბავშვებს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც წიგნებზე წვდომა შეზღუდულია, მიიღონ ლიტერატურა, რომელიც შთააგონებს მათ, განავითარებს მათ ფანტაზიას და გახსნის ახალ შესაძლებლობებს. ერთი წიგნიც კი შეიძლება გახდეს ცოდნისა და მოტივაციის წყარო ბავშვისთვის, რაც სტიმულირებას უწევს მათ სწავლასა და თვითგანვითარებას.
პროგრამის ფარგლებში, მოხალისეები ყოველ შაბათ-კვირას ვსტუმობთ „ბიბლუსის“ ფილიალებს. ვუყვებით მომხმარებლებს ინიციატივის მიზანს, ვაცნობთ მათ „კარიტასის“ საქმიანობას და ვიწვევთ ბავშვებისთვის წიგნების შემოწირულობის გაღებაში. ყველა შეგროვებული წიგნი ხარისხდება და ნაწილდება საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, ასევე ახალგაზრდულ სივრცეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც განსაკუთრებით საჭიროა მხატვრულ ლიტერატურაზე წვდომა.
დღემდე, მოხალისეების ძალისხმევის წყალობით, 600-ზე მეტი წიგნი შეგროვდა და ჩავიდა ქუთაისში, გორსა და ოზურგეთში. გარდა ამისა, „კარიტას თაროს“ პროგრამის მეშვეობით, ფონდი სკოლებს, ბიბლიოთეკებსა და ახალგაზრდულ ცენტრებს აძლევს შესაძლებლობას, შეავსონ თავიანთი ბიბლიოთეკები მხატვრული ლიტერატურით და გამართონ შეხვედრები ბავშვებსა და მოზარდებთან, რათა გაზარდონ ცნობიერება მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ. ეს ინიციატივა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას.