პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
ანას გუნდმა მოაწყო კომფორტული და ფერადი სახატავი კუთხე, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ სურვილისამებრ აერჩიათ ნახატი და უსასყიდლოდ მომეხატათ სახე.
მოხალისეებმა გაამზადეს ასობით ბუშტი და დაურიგეს
მოხალისეები აქტიურად ერთვებოდნენ ბავშვებთან თამაშებში, მთელი დღის განმავლობაში ხალისიან, თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნიდნენ.
ანა ბებიაშვილისა და მისი გუნდის ერთობლივმა შრომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდების მონაწილეობა ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათი ინიციატივა გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ იდეას გააერთიანოს ახალგაზრდები, გააძლიეროს მათი სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოებაში დადებითი ცვლილება მოახდინოს