პროექტი
პროექტის აღწერა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში მოხალისეთა გუნდმა განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:
მოვაწყეთ კომფორტული და ფერადი სახატავი კუთხე, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ სურვილისამებრ აერჩიათ ნახატი და უსასყიდლოდ მომეხატათ სახე.
მოხალისეებმა გავამზადეთ ასობით ბუშტი და დავურიგეთ ბავშვებს. აქტიურად ვერთვებოდით ბავშვებთან თამაშებში, მთელი დღის განმავლობაში ხალისიან, თბილ და მეგობრულ გარემოს ვქმნიდით.
კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდების მონაწილეობა ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათი ინიციატივა გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ იდეას გააერთიანოს ახალგაზრდები, გააძლიეროს მათი სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოებაში დადებითი ცვლილება მოახდინოს.