პროექტის დეტალი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 40
პროექტი

პროექტის აღწერა

1 ივნისის ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემოქმედებითი იდეის გარშემო გაერთიანდა აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდებისაგან შემდგარი მოხალისეთა გუნდი, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში პატაებისთვის მრავალფეროვანი, გასართობი და შემოქმედებითი აქტივობები გამართეს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ჩემმა გუნდმა მოაწყო კომფორტული და ფერადი სახატავი კუთხე, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ სურვილისამებრ აერჩიათ ნახატი და უსასყიდლოდ მომეხატათ სახე. მოხალისეებმა გაამზადეს ასობით ბუშტი და დაურიგეს მოხალისეები აქტიურად ერთვებოდნენ ბავშვებთან თამაშებში, მთელი დღის განმავლობაში ხალისიან, თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნიდნენ. ჩვენი გუნდის ერთობლივმა შრომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდების მონაწილეობა ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი ინიციატივა გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ იდეას გააერთიანოს ახალგაზრდები, გააძლიეროს მათი სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოებაში დადებითი ცვლილება მოახდინოს.