პროექტი
პროექტის აღწერა
მეგობრებთან ერთად დავაარსე გორის მუნიციპალიტეტში პირველი უფასო რობოტიკის შემსწავლელი კლუბი, რომელიც შეიქმნა CARE Caucasus-ის პროექტის “YV4BF” (Youth Voices for a Brighter Future) ფარგლებში. კლუბი ახალგაზრდებისთვის არის სრულად ხელმისაწვდომი და მიზნად ისახავს მათი ტექნიკური უნარების, შემოქმედებითობისა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას. სივრცე უზრუნველყოფს პრაქტიკულ სწავლებას, გუნდურ მუშაობას და თანამედროვე ტექნოლოგიებთან უშუალო შეხებას, რაც ახალგაზრდებს აძლევს მომავალ პროფესიებთან და STEM-დარგებთან დაკავშირების შესაძლებლობას.