პროექტი
პროექტის აღწერა
მეგობრებთან ერთად დავაარსე ახალგაზრდული სივრცე CARE Caucasus-ის პროექტის “YV4BF” (Youth Voices for a Brighter Future) ფარგლებში. სივრცე შექმნილია ახალგაზრდების გაძლიერებისთვის, განათლებისთვის და აქტიური მოქალაქეობის წასახალისებლად. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს შევუქმნათ უსაფრთხო, ინკლუზიური და მეგობრული გარემო, სადაც ისინი შეძლებენ შეხვედრებს, ტრენინგებს, ინიციატივების დაგეგმვასა და საკუთარი იდეების განვითარებას. სივრცე გახდა პლატფორმა, რომელიც ერთბაშად მოახდენს ცოდნის გაზიარებას, ლიდერობის განვითარებასა და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობას გორის ახალგაზრდულ საზოგადოებაში.