პროექტის დეტალი

სტუმრობა ბავშვთა სახლში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 5
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩემს მოხალისეებთან ერთად ვესტუმრე ბავშვთა სახლს. ვიზიტამდე დავუკავშირდით სხვადასხვა საკონდიტროებს და კომპანიებს, და მათ შორის ასორტთან და კოსმოსთან ვითანამშრომლეთ, რომლებმაც ტკბილეული და პატარა სასაჩუქრე სამაჯურები გამოგვიგზავნეს. ჩვენი მიზანი იყო რომ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის ერთი დღე გაგველამაზებინა. შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა განვახორციელეთ ერთად, ვითამაშეთ გუნდური, სამაგიდო თამაშები. ვისაუბრეთ მათ ინტერესებზე, ოცნებებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენი მიზანი იყო რომ ეს ერთი დღე გაგველამაზებინა მათთვის და ჩვენგან სითბო და მხარდაჭერა ეგრძნოთ, რადგან პოზიტივი და სიკეთე გადამდებია.