პროექტის დეტალი

საქართველოს კარიტასი - შინმოვლის განვითარება საქართველოში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 57
პროექტი

პროექტის აღწერა

ორგანიზაციის შესახებ - საქართველოს კარიტასი

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ დაარსდა კათოლიკური ეკლესიის მიერ 1994 წელს. უკვე 30 წელზე მეტია ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს: ხანდაზმულებს, უსახლკაროებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც სოციალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სჭირდებათ. დღესდღეობით, კარიტასი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12,500-ზე მეტ ბენეფიციარს ეხმარება 32 პროექტის ფარგლებში. „საქართველოს კარიტასის“ მიზანია შექმნას საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის ღირსება პატივსაცემია, მათი უფლებები დაცულია და სოლიდარობის, თანაგრძნობისა და სოციალური სამართლიანობის ღირებულებები ხელშეწყობილია. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სფეროს:
  • ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება;
  • ჯანმრთელობის დაცვა;
  • სოციალური დაცვა;
  • თემის და მოხალისეობის განვითარების პროგრამა;
  • საგანგებო სიტუაციებისთვის რეაგირება და მათზე მზადყოფნა:
  • განათლების გაძლიერების პროგრამა;
  • მიგრაცია;
  • კარიტასი რეგიონებში სოციალური საწარმოები;
 

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა

„საქართვრლოს კარიტასის“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები დაუცველი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ის მხარს უჭერს შინმოვლის პროგრამის შემუშავებას, საექთნო განათლების განვითარებას, მოვლის სექტორისთვის სტანდარტებისა და რეგულაციების შექმნას, ასევე სამედიცინო პერსონალის მომზადებასა და გადამზადებას. პროგრამა ხელს უწყობს თანამედროვე მოვლის მოდელების დანერგვას, ზრდის მუნიციპალური სერვისების შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მრავალფეროვანი საჭიროებების მქონე ადამიანების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ მიდგომას. შინმოვლის პროგრამის ფარგლებში პროფესიონალი სამედიცინო ჯგუფები პაციენტებს სახლში სამედიცინო, რეაბილიტაციის, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფენ მათი ჯანმრთელობის სტაბილიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამ პროგრამას წელს, აპრილში შევუერთდი. ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და მისი ოჯახის წევრის რეგულარულ მხარდაჭერას გულისხმობს. მიმაქვს პროდუქტები, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები. საჭიროების შემთხვევაში ვამზადებ კერძებს, ვეხმარები სახლის საქმეებში და ვცდილობ, ოჯახის ყოველდღიური საქმეები შევამსუბუქო. ჩემთვის ეს მხოლოდ კონკრეტულ დავალებებში დახმარებას არ ნიშნავს, არამედ ემოციურ მხარდაჭერასაც - იქ ყოფნას, კომუნიკაციას და უსაფრთხოებისა და მზრუნველობის განცდის შექმნას.