პროექტის დეტალი

Let's play together

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 6
პროექტი

პროექტის აღწერა

25 ივლისს მონაწილეობა მივიღე MAC Georgia-სა და American Councils-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში: „Let’s Play Together“, რომელიც QSI International School-ში ჩატარდა. აქტივობა მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის თანასწორი და მხიარული სივრცის შექმნას. გავიარეთ MAC Georgia-ს თერაპევტების აუცილებელი ტრენინგი, სადაც ვისწავლეთ, როგორ მივუდგეთ ბავშვებს სწორად, როგორ ვუზრუნველყოთ უსაფრთხო გარემო მათთვის, და როგორ მოვერგოთ თითოეულის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებთან ერთად ვთამაშობდით სხვადასხვა თამაშს, ვუხსნიდით წესებს, ვამხნევებდით და ვეხმარებოდით სხვადასხვა აქტივობის შესრულებაში. ეს განსაკუთრებულად ღირებული გამოცდილება იყო ჩემთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ნაკლებად ჩართულები არიან მსგავს აქტივობებში.