პროექტი
პროექტის აღწერა
სამი თვის განმავლობაში მონაწილეობდი LDA Georgia-ს პროექტში „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“. ჩემი ინიციატივა პროფორიენტაციის სესიების მოწყობა გამარჯვებული გახდა, რის შედეგადაც პროფესიონალებმა ჩაატარეს პრაქტიკული ტრენინგები. პროექტში აქტიურად ჩაერთო დაახლოებით 30 ახალგაზრდა. ეს გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მჯერა, რომ დემოკრატიის განვითარება ახალგაზრდების მონაწილეობით იწყება და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში საკუთარი ხმა გააჟღერონ.