პროექტი
პროექტის აღწერა
Positive Virus-სთან ერთად ვმონაწილეობდი ეკოლოგიურ და საქველმოქმედო აქტივობებში. ჩემი მიზანი იყო ქუთაისის გარემოს გაუმჯობესება. სამი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, მე და დაახლოებით 20 ახალგაზრდა ვასუფთავებდით ქალაქის სხვადასხვა უბნებს. ეს იყო მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელმაც არა მხოლოდ ქალაქის სისუფთავეზე, არამედ ახალგაზრდების ეკოლოგიურ ცნობიერებაზეც დადებითი გავლენა მოახდინა.