პროექტი
პროექტის აღწერა
2025 წლის 22–30 ივლისს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ისტორიული მნიშვნელობის საერთაშორისო ღონისძიება - ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო მასპინძლობდა ამ სახის მსოფლიო ჩემპიონატს.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 113 ქვეყანა და 1 008 სპორტსმენი - მათ შორის 462 ქალი და 546 კაცი. შეჯიბრი მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დუელებს სამი სახეობის იარაღში: დაშნა, ხმალი და რაპირა.
ღია ცერემონიებს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ფარიკაობის ლიდერები და პრეზიდენტები.
ეს ჩემპიონატი არ იყო მხოლოდ შეჯიბრება, არამედ განსაკუთრებული ღონისძიება – ჩემპიონატს თან სდევდა მაღალი ინფრასტრუქტურა, აქტიური მედია გაშუქება და ახალი ტექნოლოგიური ინიციატივები. მაგალითად, FIE-მ პირველად დემონსტრაცია გაუკეთა საკუთარი ნაკადი (Livestream) პლატფორმას FencingTV.com, სადაც ფარიკაობის მთელი შეჯიბრების ტრანსლაცია მიმდინარეობდა.
ჩემთვის ეს ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რადგან ვმონაწილეობდი როგორც მოხალისე.
გარდა პრაქტიკული დახმარებისა, მქონდა შესაძლებლობა ახლოს გამეცნო სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები, მათი მუშაობის დინამიკა და ფარიკაობის მაღალი სპორტული კულტურა. ეს პერიოდი საინტერესო იყო რადგან გამიღრმავდა გუნდური მუშაობის უნარები, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის გამოცდილება საერთაშორისო გარემოში.
ჩემპიონატი სრულად წარმატებული იყო როგორც სპორტული შედეგებით, ისე ორგანიზაციული ხარისხით, ხოლო ჩემი ჩართულობა მოხალისედ საშუალებას მაძლევდა მის წარმატებაში პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა.