პროექტი
პროექტის აღწერა
IBSA JUDO, იგივე პარაძიუდოს ჩემპიონატი, ჩატარდა 19-21 სექტემბერს, სადაც ვმონაწილებდი მოხალისედ.
ეს გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან საშუალება მომეცა, საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ჩავრთულიყავი.
მოხალისეობის განმავლობაში ვეხმარებოდი სპორტსმენებს სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი გადაადგილების მხარდაჭერა, რადგან ბევრს მხედველობის პრობლემა ჰქონდა და არ იცოდნენ საჭირო გზები. ჩემი ამოცანა იყო, უსაფრთხოდ მიმეყვანა ისინი შესაბამის ზონებამდე და მეზრუნა მათი კომფორტული გადაადგილება.
გარდა ამისა, ვაფრთხილებდით სპორტსმენებს წინასწარ, როდესაც მათი გამოსვლის დრო ახლოვდებოდა, რათა დასვენებისა და მზადყოფნის პროცესში ორგანიზებულად შესულიყვნენ.
ეს დღეები ჩემთვის არამხოლოდ გამოცდილება, არამედ პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპიც იყო.თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა და ემპათია კი ამ ყველაფერში დამეხმარა, ხოლო პარასპორტის ახლოდან გაცნობა კიდევ უფრო მამოტივირებს მომავალ მოხალისეობრივ საქმიანობაში