პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებაში კითხვის კულტურის განვითარებას, წიგნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას.
პროექტ წიგნების თაროში მონაწილეობდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები. წარმოდგენილი სკოლის გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ინტელექტუალურ და ლიტერატურულ ვიქტორინაში.გამოვლინდა გამარჯვებული სკოლები, რომლებიც დაჯილდოვდა სიმბოლური საჩუქრებით.
„წიგნების თაროში“ ჩაერთო 150-მდე ახალგაზრდა, პროექტმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ახალგაზრდებში და გაჩნდა სურვილი პროექტის მომდევნო წელსაც ჩატარების.
„წიგნების თარო“ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ იდეას გააძლიეროს ახალგაზრდების მონაწილეობა, გააერთიანოს ისინი საერთო მიზნის გარშემო და შექმნას პოზიტიური ცვლილება საზოგადოებაში.