პროექტი
პროექტის აღწერა
სამი თვის განმავლობაში ვიყავი RICDOG-ის მოხალისე. ოთხ სხვადასხვა სკოლაში ჩავატარე საინფორმაციო ტრენინგები თემაზე „რატომ არის მნიშვნელოვანი არაფორმალური განათლება“. შეხვედრების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომლებსაც არაფორმალური სწავლება ქმნის პრაქტიკული უნარების განვითარება, თვითწარმოება, კრიტიკული აზროვნება და სამოქალაქო ჩართულობა.
სულ შევხვდი 130–140 მოსწავლეს, შევქმენით ინტერაქტიული და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს შეეძლოთ თავისუფლად გამოეხატათ აზრები და მიეღოთ ახალი, სასარგებლო გამოცდილება.