პროექტი
პროექტის აღწერა
მე ვიყავი მოხალისე European Athletics Congress Convention and Golden Track Gala-ზე, სადაც მონაწილეობდნენ 50 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამоსული დელეგაციები და ოფიციალური სტუმრები. ჩემი ძირითად მოვალეობებში შედიოდა ინფო-დესკის მართვა, სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია,ლოჯისტიკურ საკითხებზე დახმარება და სხვადასხვა საორგანიზაციო დეტალის სწრაფი მოგვარება.მუშაობა მიმდინარეობდა დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში, რაც მოითხოვდა პროფესიონალურ კომუნიკაციას, სწრაფ გადაწყვეტილებებს და მაქსიმალურ ორგანიზებულობას. ამ გამოცდილებამ გამიძლიერა სტრესული სიტუაციების მართვის უნარი, მულტიკულტურულ გარემოში მუშაობა, პასუხისმგებლობა და სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია. ამავე დროს შესაძლებლობა მომეცა, ახლოდან მენახა მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცესები