პროექტი
პროექტის აღწერა
ამ პროექტზე მე ვიყავი ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (ecosoc) ხელმძღვანელი სადაც სამუშაო თემა იყო გლობალური კრიპტოვალუტის გავლენა ფინანსურ სტაბილურობაზე. ჩემი მიზანი იყო დელეგატებისთვის თემის სიღრმისეული გაცნობა და მათი წახალისება, დაენახათ კრიპტოვალუტის გავლენა არა მხოლოდ ეკონომიკურ სისტემებზე, არამედ საერთაშორისო ფინანსურ უსაფრთხოებაზეც. მე ვხელმძღვანელობდი დისკუსიების მიმდინარეობას, ვაკვირდებოდა დელეგატების მუშაობას და ვაძლევდი მიმართულებას არგუმენტების ჩამოყალიბების პროცესში. ჩემი ხელმძღვანელობით, კომიტეტმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა კრიპტოვალუტის რეგულირების აუცილებლობა, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და გლობალური თანამშრომლობის გაძლიერება. დელეგატებმა ისწავლეს ეკონომიკური ანალიზის, გუნდური მუშაობისა და დიპლომატიური კომუნიკაციის უნარები, ხოლო კომიტეტმა წარმატებით შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ფინანსური სტაბილურობისა და საერთაშორისო ნდობის გაძლიერებას